სახარება
– წაიკითხეთ შემდეგი:
დაბადება 1:1 | თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა |
რომაელთა მიმართ 3:23 | რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა დიდებას ღმრთისას |
იოანე 8:34 | მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი შემცოდე ცოდვის მონაა. |
ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ, მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ მას და შორს ვართ მისგან ჩვენივე ცოდვილი ბუნების გამო. ღმერთის გარეშე ჩვენი ცხოვრება უაზო და უმიზნო იქნებოდა. ჩვენი ცოდვების საზღაური სულიერი და ფიზიკური სიკვდილია. სულიერი სიკვდილი ღმერთისგან დაშორებას ნიშნავს, ფიზიკური სიკვდილი კი ჩვენი სხეულის ლპობას. თუ ცოდვაში მოვკვდებით, ეს ნიშნავს, რომ სამუდამოდ განვეშორებით უფალს და ჯოჯოხეთში მოვხვდებით. როგორ დავიცვათ თავი ცოდვებისაგან და დავბრუნდეთ ღმერთთან? ჩვენ არ ძალგვიძს საკუთარი თავისგან თავის დახსნა, რადგან ცოდვილი ადამიანისთვის შეუძლებელია თავის გადარჩენა (როგორც იმ ადამიანს, ვინც იხრჩობა). არც სხვებს შეუძლიათ ჩვენი გადარჩენა, ვინაიდან ყველანი ცოდვილები ვართ (ადამიანს, რომელიც იხრჩობა არ შეუძლია გადაარჩინოს სხვა, რადგან ჭირდება დახმარება ორივეს). ჩვენ გვჭირდება უცოდველი ადამიანი, ვინც გვიხსნის ჩვენი ცოდვებისაგან. მხოლოდ უცოდველ ადამიანს შეუძლია ჩვენი გადარჩენა. როგორ ვიპოვნოთ უცოდველი ადამიანი იმ ცოდვიან სამყაროში, სადაც ყველა ცოდვილია?
რომაელთა მიმართ 6:23 | ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღმრთის ნიჭი-საუკუნო სიცოცხლე უფლის ჩვენი ქრისტე იესოს მიერ. |
იოანე 3:16 | ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე მხოლოდშობილი, რათა ყველას, ვისაც სწამს იგი, კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე |
მათე 1:23 | “აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი” |
იოანე 8:23 | და უთხრა მათ: თქვენ თქვენთთაგანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე არაამქვეყნიური |
მარკოზი 1:11 | და ხმა გაისმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე |
იოანე 8:36 | ამრიგად, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით |
იოანე 3:3 | მიუგო იესომ და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს |
იოანე 1:12 | ხოლო ყველამ, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი |
ღმერთმა, რომელმაც შეგვქმნა და ვუყვარვართ, მოგვმადლა ხსნა. მისი ჩვენდამი დიდი სიყვარულის გამო გამოგვივგზავნა საკუთარი ძე, იესო, რომ ჩვენი ცოდვებისთვის ვნებულიყო. იესო უცოდველია, რადგან ის ამ სამყაროს არ ეკუთვნის და დედამიწაზე ყოფნისას შეძლო დაეძლია ეშმას ცდუნება ცოდვისაკენ. მისი ცხოვრებით ღმერთი ხარობდა სამოთხეში. იესომ ჩვენი ცოდვები საკუთარ თავზე აიღო და ჯვარს ეცვა ჩვენთვის. ის არის ჩვენი სიცოცხლის მხსნელი (იესოს ძალუძს ჩვენი ხსნა,რადგან ის არ იხრჩობოდა). იესოს ჯვარცმის მიზანი იყო ჩვენი ცოდვების საზღაური და, აქიდან გამომდინარე, მან გაგვათავისუფლა ცოდვებისაგან და აღადგინა ჩვენი გაწყვეტილი ურთიერთობა ღმერთთან. ღმერთის ძალით აღგვადგინა სულიერი სიკვდილისაგან (ღმერთთან დაშორებისაგან). ამ ახალ ურთიერთობას ხელახლა დაბადება ეწოდება. ამით აიხსნება ჩვენი შექმნისა და არსებობის მიზანი და ჩვენს სიცოცხლეს აძლევს ნამდვილ მნიშვნელობას და მიზანს.
იოანე 11:25 | უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც სწამს ჩემი, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. |
რომაელთა მიმართ 6:9 | რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. |
მოციქულთა საქმე 2:24 | მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი, და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი. |
რომალეთა მიმართ 14:9 | რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და აღდგა და ცხონდა, რათა იყოს უფალი ცოცხლებისაც და მკვდრებისაც |
მოციქულთა საქმე 1:11 | რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა , როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი. |
რა არის იმის დასტური, რომ იესოს ჩვენი ცოდვებისთვის თავგანწირვა მიიღო უფალმა სამოთხეში? ამის მტკიცებულება იესოს აღდგომაშია. აღდგომით მან დაამტკიცა, რომ იესომ დაამარცხა სიკვდილი (ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიკვდილმა ძალა დაკარგა მის წინაშე). ახლა, რადგანაც იესო ცოცხლობს, ჩვენც შეგვიძლია სიცოცხლე. მისი ჩვენში განხორციელებული სიცოცხლე გვაძლევს ცხოვრების საშუალებას. და სწორედ აღდგომის გამოა, რომ ის დღესაც ცოცხალია.
იოანე 5:24 | ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვას, და სწამს ჩემი მომავლინებელი, აქვს საუკუნო სიცოცხლე, და არ მივა სამსჯავროდ, არამედ გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში |
იოანე 10:9 | მე ვარ კარი: ვინც ჩემით შევა, ცხონდება; და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. |
იოანე 14:6 | უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ. |
იოანე 8:24 | ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით–მეთქი. რადგან თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენს ცოდვებში მოკვდებით. |
მოციქულთა საქმე 4:12 | და სხვის მიერ არავისგან არის ხსნა; არც კაცთათვის მოცემული სხვა სახელი არის ცის ქვეშ, ვის მიერაც ვიხსნიდით თავს. |
რომალეთა მიმართ 10:13 | რადგან ყველას, ვინც უხმობს უფლის სახელს, ცხონდება. |
რომალეთა მიმართ 10:11 | რადგან წერილი ამბობს: არავინ შერცხვება, ვისაც სწამს იგი. |
რომალეთა მიმართ 2:11 | რადგან მიკერძოება უცხოა ღმერთისათვის |
რომალეთა მიმართ 3:22 | ხოლო სიმართლე ღმრთისა იესო ქრისტეს რწმენის მეოხებით ყველასთვის და ყველა მორწმუნის მიმართ, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება. |
რომალეთა მიმართ 10:9 | რადგან, თუ სენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს, ხოლო სენს გულში იწამებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, – ცხონდები. |
როგორ მოვიშოროთ ცოდვები და მივიღოთ ეს ახალი სიცოცხლე? ვირწმუნოთ იესოსი, როგორც ჩვენი უფლისა და მხსნელისა. თუ მოვინანიებთ ცოდვებს და შევთხოვთ იესოს ცოდვათა ჩვენთა მოტევებას და ხსნას, ის შეისმენს ჩვენს თხოვნას. იესო უფლის ძეა, რომელიც ამქვეყნად ჩვენი ცოდვებისთვის მოვიდა და ევნო. ყველა, ვისაც კი მისი სჯერა, მიიღებს ცოდვათა მითევებას უფლისაგან, ხსნას ცოდვებისაგან (ჯოჯოხეთისაგან) და ეზიარება უფლის მიერ მონიჭებულ ახალ სიცოცხლეს. ღმერთი მიუკერძოებელია. მასზე არ მოქმედებს ქვეყანა,ვსადაც ვცხოვრობთ, ენა, რომელზეც ვსაუბრობთ, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, მამაკაცი თუ ქალი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ის არ განგვასხვავებს ფიზიკური მონაცემებით. ყველა, ვისაც სწამს და აღიარებს იესოს, გადარჩება. თუ გადაწყვეტ, აღიარო იესო, თქვი შემდეგი ლოცვა:
მამაო ჩვენო, გმადლობ, რომ გამოგვივგზავნე ძე შენი, იესო, ცოდვათ ჩემთა მოსატევებლად და დასახსნელად. გმადლობ, რომ გვაძლევ ახალ სიცოცხლეს. ვინანიებ ჩემს ცოდვებს და გევედრები ცოდვათა ჩემთა მოტევებას. მე მწამს იესოსი და ვიღებ მას როგორც ჩემს უფალს და მხსნელს. შემეწიე უფალო და გამინათე გზა ახალი ცხოვრებისაკენ, რათა ვიხაროთ იმ ახალი სიცოცხლით, რომელიც მომანიჭე. ამინ
თუ წაიკითხე ეს ლოცვა, შესთხოვე უფალს გიჩვენოს გზა ტაძრისაკენ. მუდმივად ესაუბრე მას ლოცვებით და უფალიც გესაუბრება. ყური უგდე მის ხმას. უფალი გიჩვენებს გზას. მას უყვარხარ და გიპატრონებს. შენ შეგიძლია ენდო მას. ღმერთი არასოდეს ტოვებს მათ, ვისაც სჯერა მისი. უფალი სულგრძელია. მისი უნდა გწამდეს. მას შეგიძლია ანდო მთელი სიცოცხლე. მას შესთხოვო, რაც გჭირდება. ის ზრუნავს შენზე და დაგლოცავს. უფალმა ბრძანა: “არასოდეს მიგატოვებ, არც დაგტოვებ”. დაუჯერე მას. დალოცვილი იყავი იესოსგან.
მუდმივად იკითხე ბიბლია, დაიწყე იოანეს წიგნიდან. ინტერნეტ წყაროებისთვის დააწკაპეთ აქ